понедельник, 14 декабря 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

  კვირას, 13 დეკემბერს გვქონდა ისტ ტრენინგის ბოლო დღე. როგორც წინა ოთხი ტრენინგი, ესეც საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ და ვისწავლეთ ფიგურების დეფორმაცია და  პარამეტრების შერჩევა. ასევე გაცეცანით და ვისწავლეთ  HTML–ით სხვადასხვა ფინქციების შესრულება და ა.შ.
  მადლობა დავით მალანიას საინტერესო ტრენინგებისთვის.  მსმენელებს კი ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

четверг, 10 декабря 2015 г.

საინტერესო პოსტი

 დღეს დათოს ბლოგიდან წავიკითხე პოსტი – კლავიატურის კომბინაციები. საინტერესო ინფორმაცია მივიღე. მე კომპიუტერთან მუშაობისას ძირითადად ყველა ფუნქციისა და ბრძანების შესასრულებლად ვიყენებ მაუსს, თუმცა სულ მაინტერესებდა მაუსის არქონის შემთხვევაში ყოველივე ეს როგორ შემესრულებინა. ელემენტარული რაღაცეები კი ვიცოდი მაგრამ იყო ისეთი რამეები რასაც ვერ ვაგნებდი. ეს ბლოგი კი დამეხმარა კლავიატურის კომბინაციების სრულად გაგებაში. მადლობა ბატონ დავით საინტერესო პოსტების შემოთავაზებისა და გამოქვეყნებისათვის. ეტაპობრივად აუცილებლად გავეცნობი სხვა პოსტებსაც და ვიდეოგაკვეთილებსაც რათქმაუნდა. 

10.12.2015წ. ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

 დღეს გქონდა რიგით მეოთხე შეხვედრა. ჩემთვის ეს დღეც მეტად საინტერესო იყო. ვიმუშავეთ ელექტრონულ ცხრილზე. განსაკუთრებით მაინტერესებდა მონაცემების პროცენტული გამოთვლები, რაც მართალი ვთქვა არ ვიცოდი სრულყოფილად. დღეს ჩემთვის ეს პროგრამა უფრო საინტერესო გახდა, დღემდე უცნობი ბევრი ფუნქციები შევისწავლე. ვფიქრობ ჩემს მუშაობაში excell - ის პროგრამა უფრო დიდ ადგილს დაიკავებს ვიდრე აქმდე. მოსწავლეთა ქულების გამოყვანაში  გამოვიყენებ და ასევე სხვადასხვა მიმართულებით კვლევების გაკეთებაში და სტატისტიკური მონაცემების დადებაში. 
  გარდა ზემოთხსენებულისა ასევე ვისწავლეთ სარეგისტრაციო ფორმის შექმნა, რაც არანაკლებ საინტერესო იყო. ვიმუშავე ხალისით. ვფიქრობ თავი კარგად გავართვი ყველა დავალებას, რადგან ინსტრუქციებს ზუსტად მივყვებოდი. დღეს არ დამიშვია არცერთი შეცდომა.
  ნამდვილად მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის, ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის. 

ტრენინგზე რეგისტრაცია (სიმულაცია)

воскресенье, 6 декабря 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

   დღეს ტრენინგის მესამე დღე იყო. ვისწავლე თუ როგორ უნდა მომზადდეს საპრეზენტაციო მასალა Powerpoint - ში.  მეგონა აქამდე ამ პროგრამას კარგად ვიცნობდი, მაგრამ დღეს იმდენი საინტერესო რამ ვნახე და ვისწავლე, რომ უზომოდ კმაყოფილი ვარ. ინსტრუმენტების პანელზე იმდენი ახალი და საინტერესო ფუნქცია აღმოვაჩინე, გაკვირვებული დავრჩი. ამას გულწრფელად ვაღიარებ. არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომლებიც ზედმეტად იქებენ თავს, ამბობენ, რომ ყველაფერი იციან და ამ დროს უმნიშვნელო რამეებშიც კი ჭედავენ.
   გარდა ზემოთხსენებული პროგრამისა ასევე გავიარეთ Paint პროგრამა. აქ თითქმის ყველაფერი ნაცნობი იყო, ახალი და განსაკუთრებული არაფერი შემიძენია. ზოგადად თვითონ პროგრამასაც არააქვს მაინცდამაინც ბევრი ფუნქცია, სხვა პროგრამებისგან განსხავებით.
   ამ ტერნინგების მერე ჩემი ამ მიმართულებით მუშაობა უფრო საინტერესო გავხადე და მომავალში გავაუმჯობესებ. მარტო დღევანდელმა დღემ რამდენიმე საინტერესო პროექტის გაკეთების სურვილი გამიჩინა და აუცილებლად განვახორციელებ.
   მადლობა ტრენერს დღევანდელი დღისთვის. საინტერესო შეხვედრა იყო.

суббота, 5 декабря 2015 г.

შესრულებული დავალება მესამე ტრენინგისთვის

მესამე ტრენინგისთვის  მოსამზადებელი დავალება შევასრულე, ერთში ზუსტად გავაკეთე ყველაფერი – კონტინენტების და ოკანეების წარმოშობა და მეორეში რაღაც აირია. ერთ გვერდზე ვერ დავატიე ვერაფრით, რომ ვამოწმებ ზომები და სხვა დანარჩენი მონაცემი თითქოს ზუსტად მაქვს დაცული მაგრამ მაინც გადამივიდა მეორე გვერდზე – მზის სიტემა 

четверг, 3 декабря 2015 г.

მეორე დღის ტრენინგის რეფლექსია

 დღეს გვქონდა ისტ–სტრენინგის მეორე დღე. პირველი დღის დავალება არ მქონდა შესრულებული და მომიწია ტრენინგის დაწყებამდე სასწრაფოდ ამ დავალების შესრულება. ძლივს ტრენერის მოსვლამდე მოვასწარი. დავალებაში ყველაფერი ზუსტად გავაკეთე, ერთადერთი ფურცლის ველის ზომები ვერ დავარეგულირე. შემდეგ ტრენინგამდე ვიდეოგაკვეთილებს კიდევ ერთხელ ვნახავ და იმედი მაქვს გავასწორებ.
  დღევანდელ ტრენინგზე გავარჩიეთ ვორდის ფაილში მუშაობის პრინციპები, ძირითადად ინტერვალების ზომების, აბზაცის ზომების განსაზღვრა/არჩევა, ასევე სიმბოლოების ჩასმა და ა.შ
   ვისწავლეთა და გავიარეთ ასევე ელ.ფოსტის ფუნქციები და დრაივში ფაილის ატვირთვა. ასევე ბლოგის შექმნა და პოსტის გამოქვეყნება.
  ბევრი საინტერესო რამე ვისწავლე და კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.